Solidarité Géorgienne Nice (SGN)
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Solidarité Géorgienne Nice (SGN)-ის ვებსაიტზე!
ჩვენი ასოციაცია დაფუძნდა 2025 წლის 10 აგვისტოს, საფრანგეთის ასოციაციების შესახებ 1901 წლის კანონის (Loi du 1er juillet 1901) შესაბამისად.
ჩვენი ოფიციალური რეგისტრაციის კოდია: RNA W062020423, ხოლო სათავო ოფისი მდებარეობს ნიცაში

ჩვენი მიზნები
ჩვენი ასოციაცია Solidarité Géorgienne Nice (SGN) ემსახურება ქართველებისა და ფრანგების დაახლოებას. ვახორციელებთ კულტურულ, საგანმანათლებლო და სოციალურ ღონისძიებებს, ვეხმარებით ახალჩამოსულებს ინტეგრაციაში და ვქმნით სივრცეს, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას.
ახალი თაობა, ძლიერი კავშირი
ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ახალგაზრდა თაობას შეუძლია საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურული კავშირების გაღრმავება. ვაწყობთ საერთო ღონისძიებებს, ენობრივ გაცვლებს, საგანმანათლებლო პროგრამებს და აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს ინტეგრაციას და მეგობრობას.
SGN ბიბლიოთეკა ნიცაში
Solidarité Géorgienne Nice (SGN) ნიცაში ქმნის ქართულ ბიბლიოთეკას.
პროექტი ხორციელდება ბიბლუსის და თანამედროვე ქართველი ავტორების გაერთიანების მხარდაჭერით.



