top of page

ნიცაში პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა სტუდენტური ბლოკადა — ორი კამპუსი დახურულია

  • Writer: SGN06
    SGN06
  • Sep 10, 2025
  • 1 min read

კოტ დ’აზურის უნივერსიტეტის ვალროზის კამპუსის შესასვლელთან, დაძაბული სიტუაცია შეიქმნა. დაახლოებით 30–40 სტუდენტმა, „ყველაფერი დავბლოკოთ“ მოძრაობის ფარგლებში, უნივერსიტეტის მთავარი შესასვლელი ჩახერგა ნაგვის ურნებითა და მეტალის ბარიერებით.


მოგვიანებით მათ „ცოცხალი ჯაჭვიც“ შექმნეს, რათა დაბლოკვის ეფექტი გაეძლიერებინათ. აქციაში მონაწილეობდნენ Front Populaire Étudiant, ასევე „ახალგაზრდა დაუმორჩილებლები“, „ახალგაზრდა კომუნისტები“ და CGT-ის აქტივისტები.


პოლიციის ჩარევა და დაპირისპირება


7 საათის შემდეგ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ბლოკადის მოსახსნელად ძალა გამოიყენეს. დამსწრეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს ხმაური, წინააღმდეგობის გაწევა და პოლიციის მიერ სტუდენტების გადაყვანა.


სტუდენტები აცხადებენ, რომ „ზოგი მეგობარი იატაკზე დააგდეს“, „მათ ცხოველებივით ითრევდნენ“ და „ერთ-ერთს ტანსაცმელი დაუზიანდა“. პოლიცია კი აცხადებს, რომ „დაშლის ოპერაცია მშვიდ გარემოში“ ჩატარდა: არ გამოყენებულა ცრემლსადენი გაზი, არ ყოფილა მასობრივი დაპატიმრება.


ერთი სტუდენტი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს თითის მსუბუქი დაზიანებით. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეს ტრავმა უშუალოდ ჩარევას არ უკავშირდება, თუმცა დემონსტრანტები ამ ვერსიას უარყოფენ.



უნივერსიტეტის გადაწყვეტილება



ბლოკადის მოლოდინში, კოტ დ’აზურის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ წინასწარ გააუქმა სწავლა კამპუს კარლონზე მთელი დღის განმავლობაში, ხოლო ვალროზზე — დილის საათებში.


სტუდენტური გაერთიანებების თქმით, ეს მათი „პირველი გამარჯვებაა“, რადგან მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მისცემოდა საშუალება მონაწილეობა მიეღო საპროტესტო აქციებში.


შემდეგი ნაბიჯები


მოძრაობა „Bloquons tout“ („ყველაფერი დავბლოკოთ“) მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება და მიმართულია austerité-ს (სიბიუჯეტო შეკვეცების) პოლიტიკისა და სტუდენტური precarité-ს (ეკონომიკური დაუცველობის) წინააღმდეგ.


ნიცაში მომდევნო მასშტაბური შეკრება 14:00 საათზეა დაგეგმილი — დემონსტრანტები შეკრებას დაიწყებენ Palais des Expositions-ის ტერიტორიიდან.




 
 
 

Comments


SGN06.fr

გამოგვყევი და იყავი ინფორმირებული!

  • Facebook

​ტელ : ​+33 766977222

Email : info@sgn06.fr

​​​ 

© 2025 by SGN

bottom of page