top of page

საფრანგეთის მთავრობა ჩამოიშალა — ფრანსუა ბაირუს კაბინეტმა ნდობის კენჭისყრა წააგო

ნიცა, 2025 წლის 8 სექტემბერი თემო თეიმურაზი მაჩიტიძე — SGN06.fr


საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა მოხდა: პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს მთავრობამ ნდობის კენჭისყრა ვერ გაიარა და ჩამოშლილად გამოცხადდა. კენჭისყრის შედეგი იყო — 194 ხმა მთავრობის სასარგებლოდ და 364 ხმა წინააღმდეგ.


ამ შედეგის შემდეგ, ბაირუ ვალდებულია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ოფიციალურად წარუდგინოს მთავრობის გადადგომა. თავის მხრივ, პრეზიდენტს ახალი პრემიერ-მინისტრის შერჩევა და კაბინეტის ფორმირება ევალება.


ვინ არის ფრანსუა ბაირუ?


ფრანსუა ბაირუ ფრანგი ცენტრისტი პოლიტიკოსია და პარტია „მოძრაობა დემოკრატებისთვის“ (Mouvement Démocrate – MoDem) ლიდერი. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში მას არაერთხელ ეკავა მინისტრის თანამდებობა, მათ შორის განათლების მინისტრი. 2025 წელს ბაირუ ემანუელ მაკრონის მიერ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, თუმცა მისი მანდატი მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა.



რატომ წააგო მთავრობამ , ნდობის კენჭისყრა?


ბაირუს მთავრობამ ნდობა დაკარგა ბიუჯეტის დეფიციტის და 44 მილიარდი ევროს შემჭიდროების გეგმის გამო. ოპოზიციამ აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკა საფრანგეთის სოციალურ სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა.


სიტყვით გამოსვლისას ბაირუმ განაცხადა, რომ ეს იყო „სიმართლის გამოცდა“, თუმცა პარლამენტის უმრავლესობამ მისი არგუმენტები არ გაიზიარა.


ოპოზიციის რეაქცია


„მემარჯვენეთა კავშირის“ ლიდერმა ერიკ სიოტიმ პასუხისმგებლობა პირდაპირ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დააკისრა და ის „ამ კრიზისის მთავარ დამნაშავედ“ მოიხსენია. მისი განცხადებით, მემარჯვენეები ეროვნულ გაერთიანებასთან (Rassemblement National) ერთად მზად არიან შესთავაზონ ფრანგ საზოგადოებას „ნამდვილად სასურველი ალტერნატივა“.


ისტორიული მნიშვნელობა


ეს არის პირველი შემთხვევა მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში, როდესაც მოქმედი მთავრობა ნდობის კენჭისყრაზე დამარცხდა.


ახლა მთელი საფრანგეთი ყურადღებით ადევნებს თვალს, ვინ დაინიშნება ახალ პრემიერ-მინისტრად და როგორ ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური ბალანსი ქვეყანაში.



 
 
 

Comments


SGN06.fr

გამოგვყევი და იყავი ინფორმირებული!

  • Facebook

​ტელ : ​+33 766977222

Email : info@sgn06.fr

​​​ 

© 2025 by SGN

bottom of page