Réexamen — როგორ მოითხოვოთ განმეორებითი თავშესაფარი საფრანგეთში
- SGN06

- Aug 31
- 2 min read
საფრანგეთის თავშესაფრის სისტემა საშუალებას გაძლევთ, უარის მიღების შემდეგაც მოითხოვოთ საქმის განმეორებითი განხილვა (réexamen), თუ შეძლებთ ახალი გარემოებებისა და მტკიცებულებების წარდგენას.
„ახალი ელემენტები“ არის ფაქტები ან დოკუმენტები, რომლებიც გაჩნდა უარის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, ან რომლებიც მანამდე ობიექტურად მიუწვდომელი იყო.
პროცედურა იწყება Ofpra-ს (საფრანგეთის ლტოლვილთა დაცვის ოფისი) მიერ მოთხოვნის მიღებითა და ფორმალური შემოწმებით და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის არსებით განხილვაზე.
1. ვინ შეიძლება მიმართოს
réexamen-ს
ყველა პირი, ვინც პირველი განაცხადის საფუძველზე უარი მიიღო, შეუძლია მოითხოვოს განმეორებითი განხილვა, თუ გააჩნია ახალი გარემოებები ან მტკიცებულებები. მაგალითად:
ახალი დევნა ან მუქარა სამშობლოში;
მნიშვნელოვანი პოლიტიკური ან სამართლებრივი ცვლილებები;
ოჯახური მდგომარეობის ცვლილება, რომელიც ზრდის საფრთხეს დაბრუნებისას.
⚠️ გაითვალისწინეთ: Ofpra განმეორებით პროცესში ვერ განიხილავს იმავე ფაქტებს, რაც უკვე წარდგენილი იყო პირველ განაცხადში. ახალი გარემოებები უნდა იყოს კონკრეტული, დასაბუთებული და გადამოწმებადი.
2. სად იწყება პროცესი
Réexamen-ის პროცედურა იწყება პრეფექტურაში (GUDA) რეგისტრაციით. რეგისტრაციისას მიიღებთ ახალ ფორმას, რომელიც აუცილებლად უნდა გაუგზავნოთ Ofpra-ს.
3. ვადები –
„8 დღის“ წესი
განმეორებითი განაცხადი ყოველთვის განიხილება დაჩქარებულ პროცედურაში (procédure accélérée).
8 დღე – პრეფექტურაში რეგისტრაციის შემდეგ, მაქსიმუმ 8 დღეში, თქვენი სრული დოსიე უნდა მიაწოდოთ Ofpra-ს ფოსტით ან პირადად.
თუ დოკუმენტები სრულად მზად არ გაქვთ, Ofpra დამატებით 4 დღეს გაძლევთ საქმის დასაზუსტებლად.
Ofpra ასევე 8 დღეში წყვეტს, განიხილავს თუ არა საქმეს არსებითად, ანუ ნიშნავს თუ არა ინტერვიუს.
⚠️ თუ ახალი ელემენტები არასაკმარისად მყარია, შეიძლება მიიღოთ „არადასაშვები“ (irrecevabilité), რის შემდეგაც ინტერვიუ აღარ ინიშნება. ამ შემთხვევაში გასაჩივრება შესაძლებელია CNDA-ში.
4. რა ხდება
დაჩქარებულ პროცედურაში
Réexamen-ისას საქმე ავტომატურად გადადის დაჩქარებულ განხილვაში.
Ofpra გადაწყვეტილებას იღებს მოკლე ვადებში — პრაქტიკულად დაახლოებით 15 დღეში, თუმცა ზოგჯერ პროცესი უფრო გრძელდება.
უარის შემთხვევაში შესაძლებელია საჩივარი CNDA-ში 1 თვის ვადაში, იურიდიული მხარდაჭერით.
5. მატერიალური დახმარება (ADA, საცხოვრებელი)
Réexamen-ის შემთხვევაში Ofii-ს აქვს უფლება უარი თქვას მასპინძლობის მატერიალურ პირობებზე — საცხოვრებელზე და ADA-ს (დღიური ფინანსური დახმარება) მიღებაზე. გამონაკლისი კეთდება მხოლოდ განსაკუთრებული მოწყვლადობის შემთხვევაში.
⚠️ უარის შემთხვევაში შესაძლებელია გადაწყვეტილების გასაჩივრება ადმინისტრაციულ სასამართლოში.
6. საჭირო დოკუმენტები –
რა ითვლება ახალ ელემენტად
დოსიე უნდა შეიცავდეს:
ფაქტობრივ მტკიცებულებებს: პოლიციის ოქმები, სასამართლოს დოკუმენტები, ახალი მუქარის დასადასტურებელი მასალები (წერილები, შეტყობინებები, NGO-ს დასკვნები);
მედიის მასალებს: სანდო სტატიები, ანგარიშები, რომლებიც ადასტურებს ახალ საფრთხეს;
ოჯახურ ცვლილებებს: ქორწინება, შვილების დაბადება, სხვა განსაკუთრებული კავშირები საფრანგეთთან.
დოკუმენტები სასურველია იყოს ფრანგულ ენაზე (ოფიციალური თარგმანით) .
7. ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი
პრეფექტურა (GUDA): განაცხადის რეგისტრაცია ახალი ელემენტების მოკლე აღწერით;
Ofpra: რეგისტრაციიდან მაქსიმუმ 8 დღეში საქმის გაგზავნა;
Ofpra-ს შემოწმება: მიღების შემთხვევაში დაინიშნება ინტერვიუ, უარის შემთხვევაში — პირდაპირ საჩივარი CNDA-ში;
CNDA-ს საჩივარი: იურიდიული დახმარებით, ვადა — 1 თვე.
8. ხშირი შეცდომები
იგივე ფაქტების გამეორება ახალი მტკიცებულების გარეშე;
ზოგადი, დაუზუსტებელი განცხადებები კონკრეტული წყაროების გარეშე;
ვადების დარღვევა — 8 დღეზე მეტი დაგვიანება;
დოკუმენტების ფრანგულ ენაზე არქონა.
9. დახმარების წყაროები
La Cimade, France terre d’asile, ადგილობრივი SPADA/CESTI ცენტრები – უფასო იურიდიული და სოციალური მხარდაჭერა;
ადვოკატები (barreau d’aide juridictionnelle) — საჩივრის მომზადება და სასამართლოში წარმომადგენლობა.
დასკვნა
Réexamen არის რეალური შანსი მათთვის, ვისაც უარი მიიღო პირველ განაცხადზე, მაგრამ გაჩნდა ახალი გარემოებები. წარმატებისთვის გადამწყვეტია:
ახალი, სანდო მტკიცებულებების წარდგენა;
მკაცრი ვადების დაცვა;
საჭიროების შემთხვევაში, უფასო იურიდიული და სოციალური მხარდაჭერის გამოყენება.






Comments