საფრანგეთში შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა – რას უნდა იცოდეს თითოეულმა დასაქმებულმა
- SGN06

- Sep 19, 2025
- 2 min read
საფრანგეთში შრომითი კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს სამუშაო ურთიერთობების შეწყვეტას. კონტრაქტის გაწყვეტა („rupture du contrat de travail“) შეიძლება მოხდეს სხვადასხვა გზით – თანამშრომლის, დამსაქმებლის ან ორივე მხარის შეთანხმებით. თითოეულ შემთხვევას თავისი წესები, ვადები და სამართლებრივი შედეგები აქვს.
1. CDI – განუსაზღვრელი ვადით კონტრაქტი
1.1. თანამშრომლის მიერ შეწყვეტა (დემისია –démission)
უფლება: თანამშრომელს ნებისმიერ დროს შეუძლია სამსახურის დატოვება, მიზეზის მითითების გარეშე
ფორმა: წერილობითი განცხადება (lettre de démission), რომელიც უნდა გადაეცეს დამსაქმებელს.
Préavis (გაფრთხილების ვადა): ჩვეულებრივ 1–3 თვეა, ზუსტი ვადა მითითებულია კოლექტიურ ხელშეკრულებაში ან კონტრაქტში.
გამონაკლისი: თუ თანამშრომელი ამტკიცებს, რომ დამსაქმებელმა სერიოზულად დაარღვია ვალდებულებები, შესაძლებელია „prise d’acte“ — სასამართლო ამას განიხილავს როგორც უკანონო გათავისუფლებას, რაც chômage-ის მიღების საშუალებას იძლევა.
1.2. დამსაქმებლის მიერ შეწყვეტა (გათავისუფლება –licenciement)
დამსაქმებელი ვალდებულია ჰქონდეს „cause réelle et sérieuse“ (რეალური და სერიოზული მიზეზი) .
მიზეზები:
ეკონომიკური: სტრუქტურული ცვლილება, ფინანსური სირთულეები;
პირადი: არასაკმარისი შედეგები, დისციპლინარული დარღვევა, სერიოზული შეცდომა.
პროცედურა:
წინასწარი შეხვედრა (entretien préalable),
ოფიციალური წერილი (lettre de licenciement),
წინასწარი გაფრთხილების ვადა (გარდა „faute grave“/„faute lourde“-ს შემთხვევაში).
უკანონო გათავისუფლება: Conseil de prud’hommes (შრომითი სასამართლო) შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება და დააკისროს კომპენსაცია .
1.3. შეთანხმებით გაწყვეტა (rupture conventionnelle)
მოქმედებს მხოლოდ CDI-ზე
ორივე მხარე წერილობით თანხმდება კონტრაქტის შეწყვეტაზე.
თანამშრომელი იღებს:
სპეციალურ კომპენსაციას (indemnité spécifique),
chômage-ის (უმუშევრობის დახმარება) მოთხოვნის უფლებას.
შეთანხმება უნდა დაამტკიცოს შრომის ადმინისტრაციამ (DDETS – ყოფილი Direccte).
2. CDD – განსაზღვრული ვადით კონტრაქტი
CDD პრინციპში უნდა გაგრძელდეს კონტრაქტის დასრულებამდე.
2.1. თანამშრომლის ინიციატივით
შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევაში :
CDI-ზე გადასვლა;
დამსაქმებლის მძიმე დარღვევა (faute grave);
force majeure (განსაკუთრებული გარემოება);
მხარეთა შეთანხმება.
თუ თანამშრომელი თვითნებურად წყვეტს კონტრაქტს, დამსაქმებელს შეუძლია კომპენსაციის მოთხოვნა.
2.2. დამსაქმებლის ინიციატივით
დამსაქმებელს შეუძლია CDD-ის შეწყვეტა მხოლოდ:
faute grave-ის შემთხვევაში,
force majeure-ისას,
თანამშრომლის შრომისუუნარობის შემთხვევაში (მაგ., inaptitude).
უკანონო გაწყვეტისას თანამშრომელს ეკუთვნის კომპენსაცია იმ ოდენობით, რამდენიც უნდა მიეღო კონტრაქტის დასრულებამდე .
3. გამოცდის ვადა (Période d’essai)
CDI-სა და CDD-ში დასაწყისში შესაძლებელია გამოცდის ვადა .
ამ პერიოდში მხარეებს შეუძლიათ კონტრაქტის შეწყვეტა მიზეზის გარეშე, მაგრამ მოკლე გაფრთხილების ვადით (24 საათიდან 1 კვირამდე).
4. Travail dissimulé (დამალული მუშაობა)
თუ კონტრაქტი საერთოდ არ არსებობს ან სამუშაო არ არის დეკლარირებული:
სასამართლო მიიჩნევს, რომ თანამშრომელი CDI-ზე მუშაობდა;
დასაქმებულს ენიჭება ყველა უფლება – ხელფასი, კომპენსაციები, chômage-ის მიღების შესაძლებლობა .
ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელს ემუქრება 45 000 € ჯარიმა და 3 წლამდე პატიმრობა.
5. კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ – თანამშრომლის უფლებები
საბუთები: დამსაქმებელი ვალდებულია გასცეს:
certificat de travail (დასაქმების სერტიფიკატი),
attestation Pôle emploi (უმუშევრობისთვის საჭირო),
solde de tout compte (ბოლო ანაზღაურება და ყველა კომპენსაცია).
კომპენსაცია: გათავისუფლებისას ან შეთანხმებით გაწყვეტისას – indemnité de licenciement.
უმუშევრობის დახმარება: chômage შესაძლებელია, გარდა ჩვეულებრივი დემისიის შემთხვევებისა (გარდა „démission légitime“-ის დროს).
დასკვნა
CDI შეიძლება შეწყდეს დემისიით, გათავისუფლებით ან შეთანხმებით.
CDD, როგორც წესი, „დაურღვეველია“, გარდა სპეციალური შემთხვევებისა.
უკანონო გაწყვეტა დასაქმებულს აძლევს კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას შრომით სასამართლოში.
არალეგალურმა დასაქმებულმსაც, შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება და კომპენსაცია, რადგან შრომითი უფლება საფრანგეთში უნივერსალურია.




Comments