top of page

ნიცის მერია ამკაცრებს ტურისტულ გაქირავებზე წესებს: Airbnb-ის ტიპის ბინების რეგულაცია 2026 წლიდან გამკაცრდება

ნიცის მერია აგრძელებს ბრძოლას ქალაქში მოკლევადიანი ტურისტული ქირავნების უკონტროლო ზრდის წინააღმდეგ. 14 ნოემბერს გამართულ მუნიციპალურ სხდომაზე, ნიცის მერმა კრისტიან ესტროზიმ და საკრებულომ დაამტკიცეს ახალი რეგულაციები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს Airbnb-ის ტიპის ბინების რაოდენობასა და გამოყენებას. ცვლილებები ძალაში 2026 წლის 2 იანვრიდან შევა.


რატომ ამკაცრებენ რეგულაციებს?


ნიცის მერიის განცხადებით, ის, რაც თავდაპირველად გაზიარების ეკონომიკის იდეით დაიწყო, ბევრი შემთხვევაში მასობრივ საინვესტიციო სისტემად გადაიქცა. საცხოვრებელი ბინები უფრო ხშირად ხდება სპეკულაციური დანიშნულების ქონება, რასაც თან სდევს:


  • ბინების ფასების მკვეთრი ზრდა,

  • ხელმისაწვდომი საცხოვრებლის დეფიციტი ადგილობრივებისთვის,

  • უბნების სოციალური ბალანსის დარღვევა,

  • ქალაქის საცხოვრებელი ფუნქციის შესუსტება ტურიზმის სასარგებლოდ.


ნიცის მერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია „ქალაქში ცხოვრება ისევ ქალაქის მოსახლეობას დაუბრუნდეს“, ხოლო ტურისტული ქირავნების რაოდენობა გონივრულ ფარგლებში იყოს შეზღუდული.


რა შეიცვლება? — ძირითადი რეგულაციები


1. ავტორიზაციის ვადის შემცირება


ტურისტული ბინის გასაქირავებლად საჭირო ნებართვა აღარ გაიცემა 6 წლით — ახალი ვადა 3 წელია.


2. კვოტები ნიცის ყველაზე დატვირთულ უბნებში


კვოტები დაწესდა ოთხ ტურისტულად აქტიურ ზონაში:


  • Vieux-Nice (ძველი ნისი),

  • ქალაქის ცენტრი,

  • Riquier–Port–Mont-Boron,

  • ლიტორალური ზონა.



ეს შეზღუდვები მკაცრად განსაზღვრავს, რამდენი ბინა შეიძლება გადაკეთდეს ტურისტულ ქირავნად.



3. ძირითადი საცხოვრებლისთვის გასაქირავებელი დღეების შემცირება



  • მოქალაქეებს, ვინც საკუთარ ძირითად საცხოვრებელს აქირავებს, წელიწადში მხოლოდ 90 დღე ექნებათ დაშვებული (120 დღის ნაცვლად).




4. DPE — ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი სავალდებულო ხდება



ყველა ბინა, რომელიც ტურისტულად ქირავდება, ვალდებულია energoeffektivobis შეფასება წარადგინოს.



5. კომპენსაციის სისტემის გამკაცრება



თუ მფლობელი საცხოვრებელს კომერციულ ტურისტულ ობიექტად გადააქცევს, ვალდებულია ქალაქში იგივე ფართობის დამატებითი საცხოვრებელი უზრუნველყოს, რათა ნისიში საცხოვრებელი ბალანსი შენარჩუნდეს.



ნისის მიერ წახალისებული გამოსავალი — შერეული (მიქს) მოდელი



ნისი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გამოსავლად სახავს შერეულ ქირავნებს, რომელშიც ბინა:


  • 9 თვე სტუდენტზე ქირავდება,

  • 3 თვე — ტურისტებზე, ზაფხულის სეზონზე.



მისი თქმით, ეს სისტემა ერთდროულად ეხმარება როგორც ადგილობრივებს, ისე ეკონომიკას.



კონტროლები გამკაცრდება



ქალაქი აძლიერებს შემოწმებებს.

მოეწყობა:


  • მეტი ინსპექტორის ჯგუფი,

  • არალეგალურ ქირავნებზე მკაცრი სანქციები,

  • რეგულაციების დარღვევის მაღალი ჯარიმები.



2023 წელს ნისიში 1 677 ბინა შემოწმდა, გამოვლინდა 2130 დარღვევა, ხოლო 74 ობიექტს ადმინისტრაციული ზომები შეეხო.



რა ცვლილებებს მოიტანს ახალი პოლიტიკა?



ექსპერტების შეფასებით, რეგულაციები:


  • შეამცირებს სპეკულაციურ ინვესტიციებს,

  • გაზრდის გრძელვადიანი ქირავნების რაოდენობას,

  • შეაჩერებს საცხოვრებლის ფასების სწრაფ ზრდას,

  • თუმცა, შესაძლოა მოკლევადიანად შემცირდეს ტურისტული შემოსავლები.



ნისის ხელისუფლება აცხადებს, რომ პრიორიტეტი არის ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა, ხოლო არა ტურიზმთან ბრძოლის წამოწყება.

 
 
 

Comments


SGN06.fr

გამოგვყევი და იყავი ინფორმირებული!

  • Facebook

​ტელ : ​+33 766977222

Email : info@sgn06.fr

​​​ 

© 2025 by SGN

bottom of page