top of page

დასაქმებულებისთვის: თუ მანქანით დადიხარ სამსახურში - ეს ინფორმაცია დაგაინტერესებს

თუ 2025 წელს საკუთარი მანქანით დადიოდი სამსახურში ან სამსახურის გამო ხშირად გიწევდა გადაადგილება, 2026 წლის შემოსავლების დეკლარაციაში შეგიძლია აირჩიო „რეალური ხარჯები“ (frais réels) და საწვავის ნაწილი დაითვალო ოფიციალური ტარიფებით (ცხრილით). ახალი ტარიფები გამოქვეყნდა 2026 წლის 20 თებერვალს.


რას ნიშნავს „ბარემე“ (ოფიციალური ცხრილი)


ბარემე ნიშნავს ოფიციალურ ცხრილს, სადაც წერია რამდენია საწვავის ხარჯი 1 კილომეტრზე.

დათვლა ძალიან მარტივია:


პროფესიულად გავლილი კმ × ტარიფი (€/კმ) = საწვავის ხარჯი


ეს ცხრილი ითვლის მხოლოდ საწვავს (დიზელი/ბენზინი/GPL).

დაზღვევა, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და სხვა ხარჯები თუ გინდა ჩამოიჭრა - ამისთვის ცალკე ქვითრები/დოკუმენტები გჭირდება.


ვის შეუძლია გამოყენება


ეს წესები გამოიყენება, თუ მანქანას იყენებ შერეულად (პირადი + სამუშაო).

შესაძლებელია გამოიყენოს:


  • დასაქმებულმა (salarié)

  • ასევე გარკვეულმა კატეგორიებმა თვითდასაქმებულებიდან (BNC, სოფლის მეურნეობა simplifié, BIC სუპერ-მარტივი აღრიცხვით)

⚠️ სასარგებლო/კომერციული ტიპის (utilitaire) მანქანებზე ეს ცხრილი არ ვრცელდება.


2026 წლის დეკლარაციისთვის ტარიფები (2025 წლის კმ-ზე)


ოფიციალური ინფორმაციით, 2024 წლის ბარემესთან შედარებით, 2025 წლის ტარიფები (რომლებსაც 2026 დეკლარაციაში გამოიყენებ) დაკლებულია როგორც მანქანებზე (ბენზინი/დიზელი/GPL), ისე 2-ბორბლიანებზე.


ავტომობილები (ტურისტული/პირადი მანქანები) - საწვავის ხარჯი 1 კმ-ზე


ფისკალური სიმძლავრე (CV) | დიზელი €/კმ | ბენზინი €/კმ | GPL €/კმ


  • 3–4 CV → 0,089 | 0,113 | 0,072

  • 5–7 CV → 0,110 | 0,139 | 0,089

  • 8–9 CV → 0,131 | 0,165 | 0,106

  • 10–11 CV → 0,148 | 0,187 | 0,120

  • 12 CV და მეტი → 0,165 | 0,208 | 0,133


2-ბორბლიანი მოტორიანი ტრანსპორტი - საწვავის ხარჯი 1 კმ-ზე


  • 50 CC-ზე ნაკლები → 0,037 €/კმ

  • 50 CC – 125 CC → 0,074 €/კმ

  • 3, 4 ან 5 CV → 0,095 €/კმ

  • 5 CV-ზე მეტი → 0,131 €/კმ


როგორ დათვალო სწრაფად (მარტივი მაგალითი)


ვთქვათ 2025 წელს პროფესიულად გაიარე 1 000 კმ და გაქვს 5–7 CV ბენზინის მანქანა:

1 000 × 0,139 = 139 € (საწვავის ხარჯი ოფიციალური ცხრილით)


რა უნდა შეინახო, რომ პრობლემა არ შეგექმნას


  • უნდა შეძლო დაამტკიცო რამდენი კილომეტრი გაიარე სამუშაოსთვის (ჩანაწერები, მარშრუტი, დღეები და ა.შ.).

  • დოკუმენტებს დეკლარაციაზე არ აბარებ, მაგრამ უნდა შეინახო მინიმუმ 3 წელი, თუ საგადასახადო სამსახურმა მოგთხოვა.


ოფიციალური წყარო: Service-Public.fr

 
 
 

Comments


SGN06.fr

გამოგვყევი და იყავი ინფორმირებული!

  • Facebook

​ტელ : ​+33 766977222

Email : info@sgn06.fr

​​​ 

© 2025 by SGN

bottom of page