top of page

საფრანგეთში უცხოელების უფლებები სისტემურად ირღვევა - Amnesty International-ის სკანდალური ანგარიში

  • Writer: SGN06
    SGN06
  • Nov 8, 2025
  • 3 min read

საფრანგეთი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ სახელმწიფოდ არის აღქმული, უცხოელ მშრომელებთან მიმართებით დამაფიქრებელ და უკიდურესად პრობლემურ რეალობას გვიჩვენებს.

„Amnesty International“-ის ახალი ანგარიში პირდაპირ მიუთითებს: ბინადრობის ბარათების განახლების პროცესში არსებული ბიუროკრატიული ბარიერები უცხოელებს მძიმე ექსპლუატაციისა და ძალადობის მსხვერპლად აქცევს.


ბიუროკრატიული კოლაფსი, რომელიც ადამიანებს უფლებებსა და ღირსებას ართმევს


ბინადრობის ბარათის განახლება საფრანგეთში შესაძლოა თვეებით - ზოგჯერ კი წლებამდეც - გაჭიანურდეს.

ამ პერიოდში უცხოელი მოქალაქეები:


  • კარგავენ სამუშაოს,

  • რჩებიან ყოველგვარი შემოსავლის გარეშე,

  • კარგავენ სოციალურ დახმარებებს,

  • აღმოჩნდებიან დეპორტაციის მუდმივ საფრთხეში.


„Amnesty International“-ის ინფორმაციით, განახლების პროცედურა ზოგჯერ სამ წლამდე იგვიანებს, მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი პირები ყველა მოთხოვნასა და ვადას ზედმიწევნით იცავენ.


ანუ, ადამიანი, რომელიც კანონის ფარგლებში ცხოვრობს, შეიძლება ერთ დღეში აღმოჩნდეს „უსაბუთო“ და უფლებააყრილი.


„ყველაფერი წესის მიხედვით გავაკეთე - და ქუჩაში დავრჩი“


Amnesty საერთაშორისო ორგანიზაცია ასახელებს კონკრეტულ ისტორიებს, რომლებიც სისტემური პრობლემების მძიმე შედეგებს ნათლად აჩვენებს.


კოტ-დ’ივუარელი დოკუმენტების განახლების თხოვნა დროულად და წესისამებრ გააგზავნა.

თუმცა, მისი დროებითი ნებართვა ვადის გასვლის შემდეგ არ განახლდა, დამოუკიდებელ საკომუნიკაციო არხებზე პასუხს ვერ იღებდა, პრეფექტურაში კი უბრალოდ აღარ უშვებდნენ — შეხვედრის გარეშე.


შედეგი:


  • დაკარგა სამუშაო,

  • შვილზე სოციალური დახმარება შეუწყდა,

  • ოჯახი საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩა.


ნადიას სიტყვებით:


„ვერ ვიხდიდი ქირას, არ მქონდა შესაძლებლობა შვილი წესიერად მეკვება. ყოველდღე ვცდილობდი პრეფექტურასთან დაკავშირებას, მაგრამ შეხვედრას ვერ ვიღებდი — თითქოს არ ვარსებობდი.“


ეს მხოლოდ ერთ-ერთი შემთხვევაა; Amnesty აღნიშნავს, რომ მსგავსი ისტორიები მასობრივია.


ონლაინ სისტემა — გადატვირთული და მიუწვდომელი


საფრანგეთში ბინადრობის ბარათის საკითხების ნაწილი სრულად დათმობილია ონლაინ პლატფორმისთვის (ANEF).

ფაქტობრივად:


  • შეხვედრის დაჯავშნა თითქმის შეუძლებელია — ადგილები წამებში ქრება,

  • სისტემა არასტაბილურია,

  • მოქალაქეებს თვეების განმავლობაში არ აქვთ საშუალება დაწესებულებასთან პირდაპირ კომუნიკაციაზე.


ამ პირობებში, ბევრი უცხოელი უმოქმედოდ ელოდება, სანამ დოკუმენტის ვადა იწურება და ერთ დღეს თავადაც ხვდება „რეგულაციის მიღმა“.


მაგალითად, მალელი მუშა ჰიშამი უკვე ათწლეულია დროებითი სტატუსით ცხოვრობს - რეგულარული განახლებებითა და უწყვეტი ლოდინით. მიუხედავად სხვადასხვა ორგანიზაციის მხარდაჭერისა, შეხვედრის მიღება მისთვის კვლავ შეუძლებელია.


მოკლე ვადიანი ბინადრობის ბარათები - დაუცველობის მუდმივი წყარო


Amnesty International-ის შეფასებით, ბინადრობის ბარათები ხშირად ძალიან მოკლე ვადით გაიცემა.

ამის გამო, ადამიანები მუდმივად ახალ განაცხადებზე, დოკუმენტებზე, ლოდინსა და გაურკვევლობაზე არიან დამოკიდებული.


ეს ქმნის ადმინისტრაციულ მარწუხებს, რომელიც პირდაპირ აისახება ადამიანი უფლებრივ მდგომარეობაზე:

ვინც ეცდება საკუთარი უფლებების დაცვას, შეიძლება სერიოზული რეპრესიების წინაშე აღმოჩნდეს- მათ შორის მუშაობისა და ბინადრობის უფლების დაკარგვის რისკით.


დასაქმების ბაზარი - ძალადობა, ემოციური ზეწოლა და სარგებლის მითვისება


ანგარიშში აღწერილი შემთხვევები მიუთითებს, რომ უცხოელ მუშებს ხშირად:


  • არ უხდიან ხელფასს,

  • აიძულებენ საშიშ პირობებში იმუშავონ,

  • უდასტურებენ სამუშაო საათებს,

  • ემუქრებიან გათავისუფლებით,

  • აყენებენ რასისტულ შეურაცხყოფას,

  • ზოგ შემთხვევაში, ხორციელდება სექსუალური და ფიზიკური ძალადობაც.


ინდოელი ალი, რომელიც საერთაშორისო კვების ქსელში მუშაობდა, ამბობს:


„ჩვენს მიმართ მუდმივი აგრესია იყო - ყვირილიც, შეურაცხყოფაც. ყველაზე მეტად იმას უსვამდდნენ ხაზს, რომ უცხოელები ვიყავით. მივხვდით, რომ წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ჩვენი დეპორტაციით დასრულდებოდა.“


ამგვარი გარემო უცხოელებს ფაქტობრივად მდუმარ მონებად აქცევს - რადგან თუ ისინი ჩივილს დაიწყებენ, შესაძლოა სამსახურიც დაკარგონ და ბინადრობაც.


სისტემური პრობლემა - არა ცალკეული გადაცდომა


Amnesty International-ის დასკვნით, ეს შემთხვევები არა ცალკეული მავნე დამსაქმებლების ბრალია.

ეს არის სტრუქტურულად ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც უცხოელ მუშებს მოწყვლად მდგომარეობაში ტოვებს - ერთი მხრივ ბიუროკრატიისგან, მეორე მხრივ კი დამსაქმებელთა მხრიდან ზეწოლისგან.


ბოლოს, ეს ყველაფერი დაკავშირებულია სიუჟეტის ღრმა ფესვებთან - საფრანგეთში მიგრაციის მკაცრ პოლიტიკასთან და ადმინისტრაციულ რეალობასთან.


რა არის გამოსავალი?


Amnesty მოუწოდებს საფრანგეთის ხელისუფლებას:


  • გაამარტივოს პროცედურები,

  • უზრუნველყოს გამართული და სამართლიანი ადმინისტრირება,

  • ბათილად არ აქციოს ადამიანის ელემენტარული უფლებები,

  • უზრუნველყოს გრძელვადიანი და დაცული ბინადრობის სტატუსი,

  • დაიცვას მუშები ექსპლუატაციისა და ძალადობისგან.


ორგანიზაცია მიუთითებს:

მხოლოდ რეალური, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებები შეძლებს ამ სერიოზული კრიზისის მოგვარებას.


დასკვნა


საფრანგეთში უცხოელი მუშების რეალობა გვაჩვენებს, რომ დემოკრატიული პრინციპები, რომელთა დაცვის პრეტენზიაც ქვეყანას აქვს, რეალურად ხშირად მხოლოდ დეკლარაციად რჩება.

ამ სფეროში არსებული ჩავარდნები ადამიანებს - ხშირად ყველაზე მოწყვლადებს - ცხოვრების ყველაზე ფუნდამენტურ შესაძლებლობებს ართმევს.


Amnesty International პირდაპირ ამბობს:

სისტემა უნდა შეიცვალოს - დაუყოვნებლივ.




 
 
 

Comments


SGN06.fr

გამოგვყევი და იყავი ინფორმირებული!

  • Facebook

​ტელ : ​+33 766977222

Email : info@sgn06.fr

​​​ 

© 2025 by SGN

bottom of page