top of page

საჯარიმო სადგომი: ახალი ონლაინ სერვისი ავტომობილის სწრაფი დაბრუნებისთვის

  • Writer: SGN06
    SGN06
  • Oct 14, 2025
  • 2 min read

2025 წლის 13 ოქტომბერი — სამართლებრივი და ადმინისტრაციული ინფორმაციის დეპარტამენტი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარია


საფრანგეთში ამოქმედდა ახალი ონლაინ სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უფრო მარტივად და სწრაფად მიიღონ საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გამოყვანის ნებართვა. ამ ინიციატივის მიზანია ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება და მოქალაქეებისთვის დროისა და გადაადგილების ხარჯების შემცირება.


2023 წლის ოქტომბრიდან, საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დანერგილი ციფრული სერვისი, ხელმისაწვდომი Service Public-ის ვებგვერდზე (service-public.gouv.fr), მოქალაქეებს აძლევს საშუალებას გადაამოწმონ, გადაყვანილია თუ არა მათი ავტომობილი საჯარიმო სადგომზე.

სერვისი საშუალებას იძლევა სწრაფად გაირკვეს, მოიპარეს თუ საჯარიმოზე გადაიყვანეს ავტომობილი და მიიღონ ინფორმაცია სადგომის მდებარეობის, ამოღების მიზეზის, თარიღისა და დროის შესახებ.


აღსანიშნავია, რომ ყველა საჯარიმო სადგომი ჯერ არ არის ინტეგრირებული სისტემაში, რის გამოც შესაძლოა ინფორმაციის განახლება გარკვეული დროით დაგვიანდეს (მაქსიმუმ 40 საათამდე).


ახალი ფუნქცია — ნებართვის მიღება ონლაინ


2025 წლიდან სერვისი გაფართოვდა და დაემატა მნიშვნელოვანი ფუნქცია — საჯარიმო სადგომიდან გამოყვანის ნებართვის (mainlevée) ონლაინ მიღება.

ადრე ამ დოკუმენტის მისაღებად მოქალაქეებს სავალდებულოდ მოუწევდათ პოლიციის განყოფილებაში მისვლა. ახლა კი პროცესი სრულად დისტანციურია.


ონლაინ ფორმის შევსებისას მოქალაქემ უნდა მიუთითოს:


  1. ავტომობილის სანომრე ნომერი;

  2. გაიაროს იდენტიფიკაცია FranceConnect-ის სისტემით (მაგალითად, Impots.gouv, Ameli ან La Poste-ის ციფრული იდენტობით);

  3. შეიყვანოს მართვის მოწმობის ნომერი;

  4. მიუთითოს რეგისტრაციის მოწმობის ფორმულის ნომერი ან გამოცემის თარიღი;

  5. დააჭიროს ღილაკს „Télécharger l’autorisation de sortie“ („ჩამოტვირთეთ გამოშვების ნებართვა“).


მიღებული დოკუმენტით მოქალაქე პირდაპირ მიდის შესაბამის საჯარიმო სადგომში და იქ იხდის შესაბამის გადასახადს ავტომობილის დასაბრუნებლად.


თუ ავტომობილი სპეცპროცედურის ქვეშაა, სისტემა ავტომატურად აფრთხილებს მომხმარებელს, რომ გამოშვების ნებართვის ჩამოტვირთვა შეუძლებელია და საჭიროა პირადად მიმართოს პოლიციის განყოფილებას .


ასევე, სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს კვლავ შეუძლია ნებართვის მიღება სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით. ამისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:


  • ავტომობილის მოქმედი დაზღვევის მოწმობა;

  • მოქმედი მართვის მოწმობა;

  • რეგისტრაციის მოწმობა ან დროებითი სერტიფიკატი (თუ ის არ არის ამოღებული საჯარიმოზე გადაყვანისას).


ონლაინ სერვისის დანერგვა წარმოადგენს საფრანგეთის ადმინისტრაციული სისტემის ციფრულ ტრანსფორმაციაში კიდევ ერთ ნაბიჯს. ინიციატივა მნიშვნელოვნად ამცირებს მოქალაქეთა ბიუროკრატიულ ტვირთს და უწყებებს საშუალებას აძლევს, რესურსები უფრო ეფექტიანად გამოიყენონ.


მომსახურება ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე:

 
 
 

Comments


SGN06.fr

გამოგვყევი და იყავი ინფორმირებული!

  • Facebook

​ტელ : ​+33 766977222

Email : info@sgn06.fr

​​​ 

© 2025 by SGN

bottom of page