top of page

მითები და რეალობა OQTF-ზე: რატომ არ ნიშნავს ყველა უფლების დაკარგვას

OQTF საფრანგეთში: „ქვეყნის დატოვების ვალდებულება“ არ ნიშნავს ყველა უფლების დაკარგვას


OQTF (Obligation de Quitter le Territoire Français) — ქვეყნის დატოვების ვალდებულება — ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პრეფექტურა იღებს უცხოელთან მიმართებაში. ბევრი მიიჩნევს, რომ OQTF ნიშნავს ყველა უფლების ავტომატურ დაკარგვას და საფრანგეთში დაბრუნების შეუძლებლობას. თუმცა, რეალობა განსხვავებულია: OQTF სერიოზული ზომაა, მაგრამ არ კეტავს ყველა სამართლებრივ გზას.


რატომ გაიცემა OQTF?


OQTF გაიცემა, როდესაც:


  • ვიზის ან ბინადრობის ნებართვის ვადა იწურება და არ განახლდება;

  • თავშესაფრის მოთხოვნა უარყოფილია;

  • უცხოელი საფრანგეთში იმყოფება უკანონოდ;

  • პრეფექტურა მიიჩნევს, რომ პირი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივ წესრიგისთვის.


გავრცელებული მითები და მათი წარმომავლობა


🛑 „OQTF ავტომატურად უქმდება 18 თვეში“


ეს იდეა ხშირად ვრცელდება მიგრანტთა შორის, მაგრამ ❌ არასოდეს ყოფილა კანონი.

👉 საიდან მოდის?


  • წარსულში პრეფექტურები აღარ ახდენდნენ OQTF-ის აღსრულებას , თუ დიდი დრო იყო გასული და გარემოებები შეიცვალა (მაგ., ოჯახური კავშირები, ჯანმრთელობა).

  • ეს პრაქტიკა აღიქმებოდა თითქოს „კანონით OQTF 18 თვეში თავისით უქმდება“.


    ✅ რეალობა: დღეს OQTF შეიძლება დარჩეს ძალაში 3 წლამდე Schengen-ის საინფორმაციო სისტემაში (SIS). ის არ ქრება თავისით.



🛑 „OQTF_ს მიღების შემდეგ ვეღარ მოითხოვ განმეორებით თავშესაფარს“


❌ ესეც არასწორია.

📖 CESEDA, L.531-41 პირდაპირ ამბობს:


„ის ფაქტი, რომ მოთხოვნილია დატოვო ტერიტორია — საკუთარი ქვეყნისკენ დაბრუნების მიზნით, — არ წარმოადგენს დაბრკოლებას განმეორებითი თავშესაფრის მოთხოვნისთვის.“


ეს ნიშნავს, რომ თუ არსებობს ახალი გარემოებები, განმეორებითი განაცხადი შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, დატოვა თუ არა პირმა საფრანგეთი.


ეს მითი წარმოიშვა იმიტომ, რომ ადამიანები ხშირად ურევენ OQTF-ს interdiction de retour en France-თან (საფრანგეთში დაბრუნების აკრძალვა). ეს სრულიად განსხვავებული ზომაა: თუ ასეთი აკრძალვა არსებობს, პირი გარკვეული ვადით ვერ ბრუნდება, მაგრამ ეს უკვე სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტია.


რატომ არ ნიშნავს OQTF ყველა უფლების დაკარგვას?


  1. გასაჩივრების უფლება


    • სასამართლოს წინაშე 15 ან 30 დღეში.


      📖 CESEDA, L.512-1


  2. განმეორებითი თავშესაფრის მოთხოვნა


    • ახალი გარემოებების არსებობისას.


      📖 CESEDA, L.531-41


  3. ჯანმრთელობის საფუძველზე ბინადრობის ნებართვა


    • სერიოზული ავადმყოფობის შემთხვევაში, რომელიც ვერ იკურნება სამშობლოში.


      📖 CESEDA, L.425-9


  4. ოჯახური გარემოებები


    • მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, ძლიერი ოჯახური კავშირი.


      📖 CESEDA, L.423-23 და CEDH მუხლი 8


  5. რეგულარიზაცია სამუშაოთი


    • განსაკუთრებულ პირობებში, დამსაქმებლის შუამდგომლობით.


      📖 CESEDA, L.435-1


დასკვნა



OQTF მძიმე გადაწყვეტილებაა, რომელიც ხშირად იწვევს შიშს და დეზინფორმაციას. სწორედ ამ შიშის ნიადაგზე ჩნდება მითები:


  • თითქოს OQTF ავტომატურად უქმდება 18 თვეში;

  • თითქოს ქვეყნის დატოვების შემდეგ განმეორებითი თავშესაფარი შეუძლებელია ან სხვა ადმინისტრაციული ნაბიჯები.


ორივე მცდარია.


კანონი მკაფიოდ ამბობს: OQTF არ ნიშნავს ყველა უფლების დაკარგვას. უცხოელს რჩება გასაჩივრების, განმეორებითი თავშესაფრის, ჯანმრთელობის ან ოჯახური საფუძვლით რეგულარიზაციის შესაძლებლობა.


❗️სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდებიან „ChatGPT იურისტები“ და თვითგამოცხადებული „ადვოკატები“, რომლებიც რეალურ საფრანგეთში იურიდიულ ცოდნის გარეშე აძლევენ რჩევებს და საზოგადოებას შეცდომაში შეჰყავთ. მსგავსი პრაქტიკა განსაკუთრებით სახიფათოა OQTF-ის მსგავს სერიოზულ საკითხებში, სადაც თითოეულ დღეს და პროცედურულ ვადას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


უნდა გვახსოვდეს:


  • საფრანგეთის სამართლებრივი სისტემა მკვეთრად განსხვავდება საქართველოს კანონმდებლობისგან.

  • საქართველოში მიღებული იურიდიული განათლება არ არის აღიარებული საფრანგეთში, და უცხოეთში სამართლებრივი საკითხებისათვის საჭიროა ფრანგული კანონმდებლობის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

  • ოფიციალური წყაროები ყოველთვის ხელმისაწვდომია:


    • Legifrance.gouv.fr – ფრანგული კანონმდებლობის სრული კოდექსი (CESEDA, Code civil და სხვ.)

    • Service-public.fr – ოფიციალური სამთავრობო პორტალი უცხოელთა უფლებებზე

    • OFPRA.gouv.fr – თავშესაფრის პროცედურები


  • ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან და არა არაკვალიფიციური ინტერპრეტაციებიდან. კარგი იქნება, თუ ჩვენ ყველანი ვისწავლით სტატიის მუხლების სწორი წაკითხვასა და ანალიზს, და მხოლოდ ამის შემდეგ მოვახდენთ ადამიანების ინფორმირებას, რათა თავიდან ავიცილოთ შეცდომაში შეყვანა.


SGN პასუხისმგებელია იმაზე, რომ აქ განთავსებული ინფორმაცია ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ საფრანგეთის ოფიციალურ კანონმდებლობას და მის სრულ კოდექსს (CESEDA, Code civil და სხვა), რომელიც ხელმისაწვდომია Legifrance.gouv.fr-ზე.


სტატიებში წარმოდგენილი მასალა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ იურიდიულ კონსულტაციას. კონკრეტული შემთხვევებისთვის საჭიროა მიმართოთ უფლებამოსილ იურისტს ან ადვოკატს საფრანგეთში.



 
 
 

Comments


SGN06.fr

გამოგვყევი და იყავი ინფორმირებული!

  • Facebook

​ტელ : ​+33 766977222

Email : info@sgn06.fr

​​​ 

© 2025 by SGN

bottom of page