top of page

იმუშავე და არ გადაგიხადეს? – შენი უფლებები და დაცვის გზები საფრანგეთში – შრომის საფასური ყველამ უნდა მიიღოს!

  • Writer: SGN06
    SGN06
  • Sep 19, 2025
  • 2 min read

ხელფასის გადაუხდელობის შემთხვევაში – რას უნდა იცოდეს დასაქმებულმა საფრანგეთში


საფრანგეთში შრომითი უფლებები მკაცრად არის დაცული და ხელფასი — ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელსაც კანონი განსაკუთრებულად იცავს. არ აქვს მნიშვნელობა, გაქვს თუ არა კონტრაქტი, ან ლეგალური სტატუსი — თუ იმუშავე, შენი შრომა უნდა ანაზღაურდეს.


1. რას ითხოვს კანონი დამსაქმებლისგან


ხელფასის გადახდა:


  • კოდექსი (Code du travail, მუხლი L.3242-1) ამბობს, რომ ხელფასი უნდა გაიცეს თვეში ერთხელ მაინც.

  • ეს წესი ყველა დამსაქმებელზე ვრცელდება, კომპანიაზეც და კერძო პირზეც.


ვადები:


  • გადახდა ხდება ჩვეულებრივ თვიდან-თვემდე (მაგ., აგვისტოს ხელფასი უნდა გადაირიცხოს სექტემბრის დასაწყისში).

  • დაგვიანება რამდენიმე დღითაც კი უკვე კანონდარღვევაა.



2. რა სანქციები ელოდება დამსაქმებელს


თუ დამსაქმებელი არ იხდის ხელფასს:


  • მას შეიძლება დაეკისროს 45 000 ევრო-მდე ჯარიმა (Code du travail, L.8224-1).

  • შესაძლებელია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაც, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება „travail dissimulé“-ს (დამალული მუშაობა).

  • სასამართლო ავალდებულებს, გადაიხადოს არა მხოლოდ ხელფასი, არამედ დაგვიანების პროცენტებიც. ეს ნიშნავს, რომ ყოველ თვეზე ემატება დამატებითი კომპენსაცია.


3. რამდენიმე დღის ნაშრომის ანაზღაურება


კანონი ამბობს: ხელფასი უნდა დაიანგარიშოს პროპორციულად შესრულებულ სამუშაოზე.


  • თუ მხოლოდ 5 დღე იმუშავე და კონტრაქტიც არ გაქვს, მაინც შეგიძლია მოითხოვო იმ 5 დღის ანაზღაურება.

  • მოსამართლისთვის საკმარისია, რომ დაამტკიცო ფაქტობრივი მუშაობა — მაგალითად, მოწმეებით, შეტყობინებებით, კამერებით ან სამუშაოს შედეგებით.


4. არალეგალების მდგომარეობა


ძალიან ხშირად დამსაქმებლები ცდილობენ არალეგალების გამოყენებას და ფულის „მოგებას“. მაგრამ კანონი აქაც მკაფიოა:


  • არალეგალსაც ეკუთვნის ხელფასი — სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს.

  • თუ დამსაქმებელი არალეგალს ასაქმებს კონტრაქტის გარეშე, ის სერიოზულ საფრთხეშია: საქმე აღიძვრება „travail dissimulé“-ზე.

  • ასეთ შემთხვევაში დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს არა მხოლოდ ანაზღაურება, არამედ დამატებითი კომპენსაციაც, რადგან იგი იყო ექსპლუატირებული.


5. რა უნდა გააკეთოს დასაქმებულმა – ნაბიჯ-ნაბიჯ


ნაბიჯი 1. წერილობითი გაფრთხილება („mise en demeure“)


  • უნდა გაუგზავნო დამსაქმებელს წერილი, სადაც ითხოვ დაუყოვნებლივ გადახდას.

  • წერილი რეკომენდირებული ფოსტით იგზავნება („lettre recommandée avec accusé de réception“).


ნაბიჯი 2. Conseil de prud’hommes (შრომითი სასამართლო)


  • თუ დამსაქმებელი არ რეაგირებს, უნდა მიმართო შრომით სასამართლოს.

  • შეგიძლია მოითხოვო référé prud’homal – ეს არის „სასწრაფო პროცედურა“, რომელიც რამდენიმე კვირაში გამოიტანს გადაწყვეტილებას, როცა საქმე ეხება აშკარა ვალდებულებას, როგორიცაა ხელფასი.


ნაბიჯი 3. Huissier (სასამართლოს შემსრულებელი)


  • თუ დამსაქმებელი მაინც არ იხდის, სასამართლოს გადაწყვეტილებით მის ანგარიშზე დაყადაღდება თანხა და ფული მაინც ჩამოიჭრება.


6. რას უნდა შეინახო მტკიცებულებად


სასამართლო ყოველთვის ითხოვს მტკიცებულებებს. შენთვის შეიძლება გამოსადეგი იყოს:


  • SMS ან WhatsApp შეტყობინებები დამსაქმებელთან,

  • ელფოსტა,

  • მოწმეების ჩვენება (კოლეგები, მეზობლები, კლიენტები),

  • სამუშაოს ფოტოები, დოკუმენტები, ჩანაწერები.


საკმარისია ნებისმიერი მინიმალური მტკიცებულება, რომ დაამტკიცო — რეალურად იმუშავე.

7. პრაქტიკული რჩევები


  • ნუ დააგვიანებ – მაქსიმუმ 3 წელიწადში შეგიძლია მოითხოვო.

  • თუ კონტრაქტი არ გაქვს – ეს შენი პრობლემა არ არის, არამედ დამსაქმებლის.

  • პროფკავშირები (syndicats) ხშირად უფასოდ გეხმარებიან.

  • არ შეგეშინდეს – კანონი შენს მხარესაა, თუნდაც სტატუსი არ გქონდეს.


დასკვნა


თუ იმუშავე — გაქვს უფლება ხელფასზე, მიუხედავად დოკუმენტების არქონისა.

დამსაქმებლის მხრიდან ხელფასის გადაუხდელობა არის კანონდარღვევა, რომლის სანქციები მძიმეა.

სამართლებრივი მექანიზმები — mise en demeure, prud’hommes და référé — საშუალებას გაძლევს დაიცვა შენი შრომითი უფლება სწრაფად და ეფექტურად.



 
 
 

Comments


SGN06.fr

გამოგვყევი და იყავი ინფორმირებული!

  • Facebook

​ტელ : ​+33 766977222

Email : info@sgn06.fr

​​​ 

© 2025 by SGN

bottom of page