top of page

დავალიანება, დოკუმენტები, სტატუსი… შეიძლება თუ არა ბავშვის გამორიცხვა სასადილოდან

  • Writer: SGN06
    SGN06
  • Sep 25, 2025
  • 2 min read

ბოლო პერიოდში ბევრი ქართველი მშობელი გვიკავშირდება ერთი და იგივე პრობლემით: სკოლაში ბავშვს უარს ეუბნებიან სასკოლო კვებაზე (cantine scolaire). ზოგჯერ მიზეზად ასახელებენ ოჯახური დოკუმენტების არქონას, ქალაქში რეგისტრაციის არარსებობას ან დავალიანებას.


მნიშვნელოვანია იცოდეთ: კანონი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული — სასკოლო კვება არის საზოგადოებრივი სერვისი და ბავშვი არ შეიძლება დარჩეს მის გარეშე დისკრიმინაციული მიზეზებით.


რას ამბობს კანონი


Code de l’éducation, მუხლი L.131-13:


  • როდესაც სკოლაში არსებობს სასადილო, ბავშვებს აქვთ თანაბარი წვდომის უფლება.

  • დისკრიმინაცია ოჯახის სოციალური, სამართლებრივი სტატუსის ან დოკუმენტების არქონის საფუძველზე დაუშვებელია.


ეს ნიშნავს, რომ:


  • თუ თქვენ არ ხართ ქალაქში რეგისტრირებული, მაინც შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი ბავშვის ჩარიცხვა სასკოლო კვებაზე.

  • თუ ოჯახი არალეგალური სტატუსით ცხოვრობს, ბავშვი მაინც სრულუფლებიანია.


სასამართლო პრაქტიკა


  • Conseil d’État, 2012 – 2019 სასკოლო კვება არის საზოგადოებრივი სერვისი და მის გამოყენებაზე უარის თქმა მხოლოდ „არალეგალური სტატუსის“ , თანხის არარსებობის გამო დაუშვებელია.

  • Défenseur des droits, 2021 და 2025 – ბავშვების სასადილოდან „საერთო“ უარის თქმას სასამართლომ უწოდა დისკრიმინაცია და დაავალა მერიის გადახედვა.


დავალიანება და კვებაზე წვდომა


მშობლებს ხშირად აწუხებთ კითხვა: „თუ დავალიანება დამიგროვდა, შეიძლება ბავშვი აღარ შეუშვან სასადილოში?“


კანონი აქაც მკაფიოა:


  • დავალიანების გამო ბავშვს არ შეიძლება შეუზღუდონ წვდომა საკვებზე, რადგან კვება არის ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული სერვისი.

  • დავალიანების გადახდა არის მშობელსა და მერიას შორის საკითხი, მაგრამ ბავშვი არ შეიძლება გახდეს ამ დავალიანების მსხვერპლი.


🚸 რას უნდა აკეთებდეს მშობელი



  1. რეგისტრაცია


    • მიმართეთ მერიას ან ონლაინ პლატფორმას.

    • ჩვეულებრივ საჭიროა: დაბადების მოწმობა, სკოლის დამადასტურებელი ცნობა და შემოსავლის დოკუმენტები (მაგ., CAF-ის attestaton).


  2. უარის შემთხვევაში


    • პირველ რიგში მოითხოვეთ წერილობითი ახსნა.

    • შეგიძლიათ მიმართოთ Défenseur des droits-ს ან ადმინისტრაციულ სასამართლოს (Tribunal administratif).


  3. მტკიცებულებების შეგროვება


    • შეინახეთ წერილები, ელფოსტა ან შეტყობინებები, სადაც დაფიქსირებულია უარი.

    • ეს მნიშვნელოვანი იქნება, თუ მოგვიანებით დაგჭირდებათ იურიდიული ჩარევა.


📞 როგორ დაგეხმარებათ SGN


თუ თქვენი შვილს უარს ეუბნებიან სასკოლო კვებაზე:


  • დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით WhatsApp-ზე ნომერზე +33 7 66 97 72 22.

  • ჩვენი ასოციაცია დაგეხმარებათ ოფიციალური წერილების მომზადებაში და, საჭიროების შემთხვევაში, დავუკავშირდებით მერიის ან სკოლის ადმინისტრაციას თქვენს სახელზე.

  • ჩვენ ასევე შეგვიძლია დავაყენოთ საკითხი Défenseur des droits-თან, თუ საქმე ეხება დისკრიმინაციას.


დასკვნა


  • სასკოლო კვებაზე უარი არ შეიძლება ეფუძნებოდეს ბავშვის სტატუსს, ოჯახის დოკუმენტებს ან დავალიანებას.

  • კანონი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული: ყველა ბავშვს აქვს თანაბარი წვდომა სასკოლო კვებაზე.

  • თუ უარს გეუბნებიან, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც დისკრიმინაცია, და თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ შესაბამის ორგანოებს.



პრობლემის შემთხვევაში, პირველ რიგში დაგვიკავშირდით SGN ასოციაციას WhatsApp-ზე: +33 7 66 97 72 22.


 
 
 

Comments


SGN06.fr

გამოგვყევი და იყავი ინფორმირებული!

  • Facebook

​ტელ : ​+33 766977222

Email : info@sgn06.fr

​​​ 

© 2025 by SGN

bottom of page