top of page

Solidarité Géorgienne Nice და თანამედროვე ავტორთა გაერთიანება – წიგნიერების მხარდაჭერა ნიცაში

ასოციაცია Solidarité Géorgienne Nice (SGN) სიამაყით აცხადებს, რომ მალე 200-ზე მეტი ქართული წიგნი მიეწოდება ნიცის ბიბლიოთეკას. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა ბიბლუსისა და გიორგი კეკელიძის დახმარებით, რაც ემიგრანტულ საზოგადოებაში ქართული ლიტერატურის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.


ამასთანავე, თანამედროვე ავტორთა გაერთიანება (TAG) ოფიციალურად შეუერთდა SGN-ის კულტურულ მისიას. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას, არამედ კულტურული კავშირების გაღრმავებას და საერთაშორისო მეგობრობის გაძლიერებას.


„ჩვენი ემიგრანტული საზოგადოება მონატრებულია ქართულ ენასა და კულტურას. ამ ნაბიჯით ნიცაში მცხოვრებ ქართველებს შესაძლებლობა მიეცემათ, ახლოს გაეცნონ თანამედროვე ავტორთა შემოქმედებას და უშუალოდ მათთან დაკავშირებასაც შეძლებენ,“ – აცხადებენ ასოციაციიდან.



თანამედროვე ავტორები, რომელთა ნამუშევრებიც ბიბლიოთეკაში გამოჩნდება



  • თამარ ჩხაიძე – „ემიგრანტის შვილი“

  • ეთუკა გაგუა – „ცოდვის მონეტა“

  • ანა ძაძამიძე – „სიზმრებს მიღმა“, „ასტრალში“

  • თედო ფაჟავა – „კარი“

  • ლაშა ხუტიაშვილი – „ცა მიწის ქვეშ“

  • ნინო ხარებაშვილი – „ფალავანი“

  • ნინი ჩხარტიშვილი – „ამაღლებამდე დაცემულნი“

  • გიორგი ზუბიტაშვილი – „მზე ხელისგულზე ჩამომეღვარა“ (2021), „სამზეო ჩამოვიარე“ (2024)

  • მანანა მამაგულაშვილი – „მთვარეული“

  • მარიამ ბაიდაშვილი – „ლურჯი სულები“

  • ლალი აფციაური – „ტკბილი სიტყვა“ (თანაავტორი და რედაქტორი), „ტურიკო ყურშას ამბები“

  • ნია დარახველიძე – „ამიგდალა: ნამსხვრევების მილიონი ნაწილი“

  • სოფო ჩიქოვანი – „ტკბილი სიტყვა“

  • ნატალია ჩიქოვანი – „90“

  • ხატია ციხელაშვილი – „ეს არ ჰგავს დასასრულს“

  • მარიამ ხელაშვილი – „დანიშნულება“

  • სოფო ხარებავა – „ბედისწერა“ (დეტექტიური რომანი)

  • მარიამ ბაწელაშვილი – „მარადიული ცეცხლი“ (რომანი), პოეზია

  • ვახტანგ კამკამიძე – „სისხლისფერი ვარდები“ (100 ლექსი)

  • ბექა გელაშვილი – „სიზმრიდან გადმოსულები“, „გოგონა ცრემლიანი თვალებით“, „ფერადი ქოლგის ქვეშ“, „შავ-თეთრი ცისარტყელა“

  • თაია ჭინჭარაული – „მაძახურა“

  • სანდრო ტაბატაძე – „ევროპელი“

  • მარიამ გვასალია – „ის ვერ დაგელოდება“






ინიციატივის მნიშვნელობა



ეს თანამშრომლობა უნიკალური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება წიგნიერების მხარდაჭერა, კულტურული ინსპირაცია და საზოგადოების გაერთიანება ერთიანად განხორციელდეს.


SGN და თანამედროვე ავტორთა გაერთიანება აქტიურად გააგრძელებენ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით, რაც ემიგრანტულ საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს საკუთარი კულტურული იდენტობა და იპოვოს შთაგონება თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.



 
 
 

Comments


SGN06.fr

გამოგვყევი და იყავი ინფორმირებული!

  • Facebook

​ტელ : ​+33 766977222

Email : info@sgn06.fr

​​​ 

© 2025 by SGN

bottom of page